2 დაღუპული, 20 დაკარგული, 60-მდე დაშავებული – ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა(ფოტო)

ერევანში სავაჭრო ცენტრ “სურმალუში” მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უცნობია, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 60-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებზე დაყრდნობით იტყობინება.

მომხდარის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით, აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.

ადგილზე შექმნილი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე, რადგან ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

რაც შეეხება დაშავებულებს, როგორც ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, 36-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ხოლო 22 მოქალაქე, გამოკვლევების შემდეგ, ბინაზე გაწერეს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები