ეგვიპტეში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში, კოპტურ აბუ სიფინის ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა.

როგორც Reuters ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი იმ დროს მოხდეა, როდესაც ეკლესიაში 5000 მომლოცველი იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის შედეგად შესასვლელი კარი აღმოჩნდა ბლოკირებული, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის მიზეზი უცნობია.

თუმცა, France-Presse წერს, რომ ის მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები