“საშინელი ბირთვული კატასტროფა იქნება” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინჟინერი ოკუპანტების ქმედების, შესაძლო შედეგებზე

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებამ, შესაძლოა ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს, რადგან სადგურის ელექტროენერგიისგან გათიშვის შემთხვევაში, ბირთვული საწვავის გაგრილების სისტემა გამოირთვება.

ამის შესახებ სადგურის ინჟინერმა განაცხადა, იტყობინება BBC.

ენერგობლოკს ტუმბოების მუშაობისთვის ელექტროენერგია სჭირდება, რომლებიც რეაქტორში ბირთვულ საწვავს აგრილებენ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამ გაგრილების გარეშე, საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება“, – განაცხადა ექსპერტმა.

მან აღნიშნა, რომ ერთი ენერგობლოკი მაინც უნდა მუშაობდეს.

“ჩვენ გვჭირდება, რომ ნებისმიერ ელექტროსისტემაზე, სულ მცირე ერთმა ბლოკმა იმუშაოს. ჯერ ერთი, ეს მოგვცემს შანსს, რომ ოდესმე სხვა ენერგობლოკებს ავამუშავებთ. მეორეც, ეს აუცილებელია ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მათ ეს იციან. და რას აკეთებენ? ისინი არღვევენ მაღალი ძაბვის ხაზებს, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან აკავშირებს. და ამავე დროს გვეუბნებიან: „თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნეონაცისტები გაწყვეტენ ბოლო ხაზს, მზად ვართ დაგეხმაროთ”. და რაში მდგომარეობს მათი დახმარება? გეგმას მოგვაწვდიან – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავშირება რუსეთის ელექტროსისტემასთან მელიტოპოლისჯანკის ხაზით”,- განმარტა ექსპერტმა.

მისი თქმით, ოკუპანტები სადგურის “ჩაბნელებას” ცდილობენ.

„თუ უცებ 0-ზე აღმოვჩნდებით, ანუ მოხდება “ჩაბნელება”, დაგვჭირდება რაიმე სახის სიმძლავრე ტუმბოების გამოსაკვებად, რომ მოხდეს ბირთვული საწვავის გაგრილება. შესაძლოა ხვალ, შეიძლება ზეგ, ბოლო ხაზებსაც გაანადგურებენ. ისეთი განცდაა, რომ სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ წავიდეთ აქედან”,- ამბობს სადგურის ინჟინერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები