ესპანეთში ფესტივალზე სცენა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ესპანეთის ქალაქ ვალენსიასთან საცეკვაო მუსიკის ფესტივალზე Medusa-ზე, რომელიც 6 დღის განმავლობაში იმართება, ძლიერი ქარის შედეგად, სცენის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით დაშავდა.

ასევე, დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურაც.

დაშავებულთაგან 3-ს მძიმე ტრავმა აქვს, 14-ს კი საშუალო სიმძიმის.

რეგიონალურ ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჯამში დახმარება 40 ადამიანს აღმოუჩინეს.

ფესტივალი დროებით შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები