რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელეს, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრე სტარუხსა და საქალაქო საბჭოს მდივან ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
„დაახლოებით 19:15 საათზე მტერი თავს დაესხა ქალაქ ზაპოროჟიეს, სულ 5 რაკეტა გაისროლა. რეგიონული ცენტრის შევჩენკოვსკის რაიონში ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა. გაჩნდა ხანძარი“, – წერს ალექსანდრე სტარუხი Telegram-ზე.