კონგრესმენი ბრაიან ბაბინი: FBI საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ტრამპის წინააღმდეგ
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ყოფილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
„ისინი ტრამპის ხელში ჩაგდებას აპირებენ, რადგან იციან, რომ ის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ელიტისთვის. მათ არ უნდათ, რომ მან ხელახლა იყაროს კენჭი და შემიძლია გითხრათ, რომ არ გაჩერდებიან. ეს ჩვენი რესპუბლიკის სირცხვილია“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
მისივე თქმით, ბოლო 5.5 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი სადაზვერვო უწყებების დაუნდობელი თავდასხმის სამიზნეა.
„ყველაფერი, რაშიც მას ადანაშაულებდნენ, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბრაიან ბაბინმა.