მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი გამიჯვნა „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე მივაწოდოთ, რადგან საშიშროებას ისევ ვხედავთ
„ჩვენი გამიჯვნა „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე მივაწოდოთ, რადგან საშიშროებას ისევ ვხედავთ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა “ძალა ხალხშიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„როცა „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ევროპარლამენტიდან ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ზუსტად ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და იმ პროცესების არგამიჯვნა, რომლებიც წერილშია მოყვანილი. კითხვებზე, რომლებიც აქამდე იყო დასმული (და ახლაც ვაგრძელებთ ამ კითხვების დასმას) პასუხი ვერ მივიღეთ. ეს სამწუხაროა, თუმცა მთელი პროცესი გამოიკვეთა. ჩვენი გამიჯვნა „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებას სრული სიმართლე მივაწოდოთ, რადგან საშიშროებას ისევ ვხედავთ“, – აცხადებს ყაველაშვილი. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობამ „ხალხის ძალამ“, დღეს განცხადება გაავრცელა.