სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა

WASHINGTON, DC - SEPTEMBER 21: Sen. Marsha Blackburn (R-TN) speaks during a Senate Judiciary Subcommittee hearing on September 21, 2021 in Washington, D.C. The hearing is titled Big Data, Big Questions: Implications for Competition and Consumers. (Photo by Ting Shen-Pool/Getty Images)

„რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლექბერნი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„ბილ და ჰილარი კლინტონებმა თეთრი სახლიდან 28.000 დოლარის ღირებულების ავეჯი წაიღეს. ობამამ საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონი დაარღვია. რატომ არ მოაწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათ სახლებში რეიდი? ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა“, – წერს სენატორი Twitter-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები