„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – პოდოლიაკი ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორც პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, ყირიმი არ შეიძლება დარჩეს ტერორისტების სამხედრო ბაზად.

„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალი უნდა იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ყირიმი არ შეიძლება დარჩეს ტერორისტების სამხედრო ბაზად. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ყორიმში, საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან მომხდარ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის უწყება აფეთქების გამომწვევ მიზეზად საბრძოლო მასალების დეტონაციას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები