ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყნებში შესვლა აუკრძალონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთს, რუსეთის ყველა მოქალაქეს მათ ქვეყნებში შესვლა აუკრძალონ, რათა შეწყდეს უკრაინის ტერიტორიის ანექსია.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა, რადგან რუსები სხვებს მიწებს ართმევენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ, ვიდრე თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან.

„როგორი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ და მაშინ მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ: „ამ ომს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს, ასე არაა?“ არაა! – მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ იბრძვის მის წინააღმდეგ, არ ეკამათება, არ უყვირის მას. თქვენ ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ მან უნდა იცხოვროს თქვენი წესებით, მაშინ წადით და იცხოვრეთ იქ. ეს პუტინზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები