პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში 70-80 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა

რუსეთ-უკრაინის ომში, ამ დროისთვის რუსეთს დაახლოებით, 70,000-დან 80,000-მდე სამხედრო დანაკარგი აქვს. მათ შორის არიან როგორც გარდაცვლილები, ასევე დაშავებულები.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, კოლინ კალიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ვივარაუდოთ, რომ რუსებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში დაკარგეს 70 ან 80 ათასი ადამიანი. ეს არის ბრძოლაში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა. ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია“, – აღნიშნა კალიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების მორალი და ბრძოლისუნარიანობა ბევრად აღემატება რუსეთისას, რაც უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები