თეთრი სახლი რუსეთს უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო სამხედრო ოპერაციების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

„აშშ აგრძელებს დაწესებულებაში სიტუაციის მონიტორინგს და საბედნიეროდ, რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები