აშშ უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემა HIMARS-სთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემების ჭურვებს, 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო-სამედიცინო მანქანებს.

აღნიშნული პაკეტი ემატება დაახლოებით 8,8 მილიარდი დოლარის დახმარებას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 24 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები