Reuters: შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას დამატებით 4,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინფორმაციით, დაფინანსება, რომელიც კოორდინირებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტთან მსოფლიო ბანკის მეშვეობით, უკრაინის მთავრობას ტრანშებით გადაეცემა, პირველი ტრანში – 3 მილიარდი დოლარის ოდენობით, აგვისტოში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ივლისში უკრაინას 1,7 მილიარდი დოლარის ტრანში, ივნისში კი 1,3 მილიარდი დოლარი გადაეცა.

თანხები გამიზნულია უკრაინის მთავრობის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად, მათ შორის მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის სოციალური და ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინელების 55%-ს ომისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი რაოდენობის გამო სიღარიბე ემუქრება, მაშინ როცა ომის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 2,5% იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები