ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს მთელ მსოფლიოში „გახსნის სეზონს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თუ რუსეთს მიეცემა უფლება, დააშინოს უკრაინა, შეიჭრას და დაიკავოს ტერიტორიები წინააღმდეგობის გარეშე, მაშინ ეს იქნება „სეზონის გახსნა“ მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც შეერთებული შტატების უმაღლესმა დიპლომატმა სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღუდგეს რუსეთს, რადგან უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„თუ დიდ ქვეყანას მივცემთ უფლებას, დააშინოს პატარა, უბრალოდ შეიჭრას მასში და დაიკავოს მისი ტერიტორია, მაშინ ეს იქნება სეზონის გახსნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები