პრემიერ-მინისტრმა მუხათგვერდში რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.