რობერტა მეცოლა: 14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა პროევროპული არჩევანი – საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს
“14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა მისი პროევროპული არჩევანი შეეჩერებინა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა “ტვიტერზე” წერს.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას აგრძელებს.
“14 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი. ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ძლევამოსილების უფლებას“. საქართველო მიეკუთვნება ღირებულებათა ევროპულ ოჯახს. ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას“, – წერს რობერტა მეცოლა.