დავით სერგეენკო: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება
მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, იყოს თუ არა სააკაშვილი პოლიტიკაში – ადვოკატები, ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ამ საკითხზე ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ვიდრე ეს პარიტეტი გაგრძელდება, ამ საკითხში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, გაუჭირდება ზუსტად შეაფასოს როგორი გავლენა ექნება პოლარიზაციაზე თუ სააკაშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან.
„ზუსტად გაზომვა გამიჭირდება – საშუალო, დიდი თუ მცირე, მაგრამ ალბათ, ექნება ზეგავლენა პოლარიზაციის შემცირებაში. მის სამკურნალოდ გადასვლაზე, არგადასვლზე ან მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაზე მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ. ამ პროფესიას ეწოდება ექიმები, ვერ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის საშუალება“, – განაცხადა სერგეენკომ.