ილია მეორე: მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით მართლაც რომ შეუდარებლად დიდი იყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.

მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით მართლაც რომ შეუდარებლად დიდი იყო.

ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები