“არ ვეთანხმებით, როდესაც დიდი სახელმწიფო თავს პატარა მეზობელს ესხმის, ეს ჩინეთსაც ეხება” – ანნალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ, ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, ბერლინი ტაილანდს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით, როდესაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა და დიდი მეზობელი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, თავს ესხმის თავის პატარა მეზობელს – ეს, რა თქმა უნდა, ჩინეთსაც ეხება“, – თქვა ბურბოკმა, რომელიც ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება.
ამასთან, გამოცემა არ აზუსტებს, მხარდაჭერის რა ფორმებსა და ზომებზეა საუბარი.