რუსეთმა აშშ-სთან შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს

იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი რუსეთს ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადებს, ქვეყნებს შორის შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდეს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„ამერიკელმა კანონმდებლებმა დაიწყეს, მათი აზრით, ისეთი ძლიერი იარაღის შემუშავება, როგორიც არის, მოსკოვის, როგორც მათ თქვეს, ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება. საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ მათივე კანონმდებლობის ასეთი გამოყენება შესაძლოა, სენატორებს და კონგრესმენებს ერთგვარ საშინელ სასჯელად ეჩვენებოდეთ, რომელსაც შეუძლია, აიძულოს რუსეთი – იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად“, – თქვა მან.

ზახაროვას თქმით, „ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება, იყოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, რის შემდეგაც ვაშინგტონი რისკავს – საბოლოოდ გადალახოს ისეთი წერტილი, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები