რატი ბრეგაძე: დღევანდელი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა

“დღევანდელი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

ბრეგაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია 8 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღო. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, გუდაურში რამდენიმე დღის წინ სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები