ნოდარ ხადური: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

   საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
“საგადასახადო კოდექსში იქნება შეტანილი შემდეგი ცვლილებები: პირველი, ეს არის შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების გათავისუფლება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოაქვთ ნედლეული, მასალები; ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის და მასალების გადამუშავება, მათთვის საბოლოო, სასაქონლო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა. ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, მაგრამ ეს მომსახურება არ იყო გათავისუფლებული. ჩვენ DCFTA საშუალებას გვაძლევს, რომ წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება, ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დღგ-სგან”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები