კახა კალაძე: ვმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს

“არ ვიცი, რა კამპანიაა და რას ემსახურება. გამიჭირდება, ამაზე რაიმე კონკრეტული გითხრათ. ალბათ, ეს შეკითხვა უნდა დაუსვათ ადამიანებს, ვინც ამ კამპანიის უკან დგას”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას – „მეტროში განთავსდა ბანერები, რომლებზეც დატანილი წარწერა, ომი არ უნდა დასავლეთს, ომი უნდა რუსეთს. ამბობენ, რომ მსგავსი კამპანია გაგრძელდება. რას იტყვით ამ კამპანიაზე, რას ემსახურება ის“.

კალაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ხალხსა და ქვეყანას.

„რაც შეეხება თვითონ ომის დაწყებას და საქართველოს ჩარევას, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე და უამრავი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. საქართველო ომში არ ჩაერთვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები