“ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით” – ილია მეორე ეპისკოპოს დამიანე ხუფენიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანე ხუფენიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

“ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე მეოთხე მღვდელმთავარს ვემშვიდობებით; ამჟამად – მის ყოვლადუსამღვდელოესობა დამიანეს (ხუფენია).

იგი ზრუნვას არ აკლებდა სამწყსოს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული. მისი ამ ქვეყნიდან გასვლა კი ღმერთმა უფრო ადრე ინება.

წავიდა ჩვენგან კეთილი, თავმდაბალი, ერთგული, მშრომელი მღვდელმთავარი, რომელიც საერო თუ სასულიერო ცხოვრების პერიოდში ყოველთვის იყო სამშობლოს ერთგულ დამცველთა რიგებში.

აღვავლენთ ლოცვებს მეუფე დამიანეს უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღი ღვთისა დაიმკვიდროს, ხოლო მის თანამოძმეთ, ახლობლებს და სამთავისისა და კასპის ეპარქიას მომადლოს ნუგეში და ლოცვის ძალა”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები