გოგა ხაინდრავა ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას ეხმაურება
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი Twitter-ზე წერს”, – წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, გონჩარენკომ “ტვიტერზე” დაწერა: “თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვო უნდა დავიცვათ. უკრაინა მზად არის, თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს. ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია. ომი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას საშინელებაა“.