მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილს სამომავლოდ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არ ექნება, კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან და სავაჭროდ გამოყენება მიუღებელია
“ბატონი მიხეილ სააკაშვილის წასვლა – არ წასვლა დიდ გავლენას და დიდ ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას, ეს არის ჩემი აზრით ყველასთვის თვალსაჩინო და გასაგები”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს სამომავლოდ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არ ექნება, კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან და სავაჭროდ გამოყენება მიუღებელია.
“სხვა წარმოდგენა ჰქონდა, როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში, რეალურად ვითარება სრულიად განსხვავებული დახვდა და ამაშია ზუსტად მისი პრობლემა. მეორეს მხრივ, რომ ეს ხრიკად განიხილება აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა იმიტომ, რომ უბრალოდ ერთმანეთთან თანხვედრაშიც არ არის საკითხი, სამომავლოდ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი ექნება თუ არ ექნება, ეს კავშირში არ არის საპატიმრო უფლებების განხორციელებასთან და ერთმანეთთან სავაჭროდ გამოყენება მიუღებელი და წარმოუდგენელია”,- განაცხადა სარჯველაძემ.