როგორია გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკიდან სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება.

“პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია. ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება“,- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები