უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ილოვაისკსა და ხერსონის ოლქში ბრილოვკაში მტრის საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ილოვაისკში რუსების “აბსოლუტური უმრავლესობა” დაიღუპა, საბრძოლო მასალის საწყობი კი მთლიანად დაიწვა.
მანამდე, იყო ბრილოვკა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი საწყობი გაანადგურეს.