ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს
“მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი განხილვამ 1 წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია, ვთქვით, რომ პირველადი ვადები არ შეიცვლებოდა და დეკემბრისთვის ვაპირებთ ამ ყველაფრის დასრულებას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს იმისთვის, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს.
„პროცესი მიმდინარეობს, არის 12 პუნქტი, შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკავებული არიან კანონპროექტების მომზადებით. გათვალისწინებულია ათეულობით კანონპროექტის მომზადება, რისთვისაც კონკრეტული ვადებია დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი განხილვამ 1 წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია, ვთქვით, რომ პირველადი ვადები არ შეიცვლებოდა და დეკემბრისთვის ვაპირებთ ამ ყველაფრის დასრულებას. ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს იმისათვის, რომ გაემიჯნონ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის ჯგუფებს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, – აღნიშნა კობახიძემ.