“ხერსონზე უკრაინის კონტრშეტევა სულ უფრო იზრდება, რუსული არმია დაუცველია” – ბრიტანული დაზვერვა

ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა სულ უფრო მატულობს, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კი რუსული არმია დაუცველია, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განახლებულ ანგარიშში, რომელსაც Twitter-ზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის დასავლეთით პლაცდარმი შექმნეს და იყენებენ შორი მანძილის არტილერიას დნეპერზე გადასასვლელი ხიდების დასაზიანებლად, რომელსაც რუსები მომარაგებისთვის იყენებენ.

ბრიტანული დაზვერვის აზრით, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსეთის 49-ე არმია ძალიან დაუცველად გამოიყურება და ხერსონი, პრაქტიკულად, მოწყვეტილია სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები