საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს სურს, ხელისუფლებამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები ვერ შეასრულოს.
ასეთ შემთხვევაში, სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია წარუმატებლობას მმართველ გუნდს დააბრალებს.
„ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა განცდა იმის, რომ შეეძლოთ, ეს მომენტი გამოეყენებინათ სათავისოდ, იმისთვის, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა ხელისუფლებას და სახელმწიფოს ის 12 პუნქტი შეასრულოს და, შესაბამისად, ამით ხელი მოითბონ, რომ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს წარუმატებლობა დააბრალონ ხელისუფლებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.