გიორგი ვოლსკი: ზეიმის მოწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ზარალი მიიღო Credit Suisse-ის გამო, არის საშიშროება იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ დეპოლარიზაციას
„ამხელა ზეიმის მოწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ზარალი მიიღო Credit Suisse-ის გამო, ეს არის საშიშროება იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ დეპოლარიზაციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ვოლსკიმ დავით არახამიას განცხადებებიც შეაფასა.
„ამხელა ზეიმის მოწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ზარალი მიიღო Credit Suisse-ის გამო, ეს არის საშიშროება იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ დეპოლარიზაციას. იმის ნაცვლად, რომ შენ შენი საქმე აკეთო, სახლისთვის იმუშაო და აგირჩიონ 2024 წელს, ეს მიუთითებს საშიშროებაზე, რომ საზოგადოებაში ეს გახლეჩა მუდმივად იქნება. მთელი უკრაინული ისტებლიშმენტი ლობირებს აბრამოვიჩს, რომელიც არის მსხვილი პუტინისტური ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი. ლობირებენ, რომ მოუხსნან მას სანქციები. ისეთი თამაშები ხომ არ მიდის, რომ არახამია და ერმაკი ისეთ კავშირში არიან რუსეთთან, რომელიც აუცილებლად ითხოვს, შეტევა განახორციელონ საქართველოზე, მის მთავრობაზე და ბიძინა ივანიშვილზე. როგორ შეიძლება რომ ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე? აქაც რაღაც რუსული ნარატივი ხომ არ არის?“, – აცხადებს ვოლსკი.