ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს 12 რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტში უნდა შესრულდეს, სხვაგან ვერსად ვერ შესრულდება – რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროცესში არ ჩაერთვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა მხოლოდ პარლამენტში არის შესაძლებელი, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამ პროცესში არ ჩაერთვება.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია დღე და ღამ რევოლუციის მოწყობაზეა ორიენტირებული.

„აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების ვერ შესრულებაზე „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, არსებობს 12 რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტში უნდა შესრულდეს, სხვაგან ვერსად ვერ შესრულდება, იქნება ეს „ენჯეო“-ებში თუ მიტინგზე. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროცესში არ ჩავერთვებიო, პროცესში ჩართვა ნიშნავს თანამონაწილეობას. რატომ უნდა ვიმუშაოთ მათთან, როდესაც დღე და ღამ რევოლუცია როგორ მოაწყონ ამაზე არიან ორიენტირებული. მაინც ვეპატიჟებით და ვთხოვთ, წავედით მიშელის ხელშეკრულებაზე, რომელსაც არ შემოუერთდნენ. ასეთი სიბრიყვე პოლიტიკაში დაუშვებელია, არ შეიძლება ასეთი მავნე კატეგორიებით სახელმწიფო ვაშენოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები