ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) “მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ ვაქცინა დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა.
კერძოდ, საუბარია პრეპარატ Imvanex-ზე, რომელიც 2013 წლიდან ევროკავშირში ჩუტყვავილას პრევენციისთვის გამოიყენება. ამჯერად კი, სპეციალისტებმა ამ ვაქცინის მაჩვენებლები გააფართოვა და მასში “მაიმუნიც ყვავილიც” შეიყვანა.
რეკომენდაცია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
როგორც Imvanex-ის მწარმოებელ კომპანია Bavarian Nordic-ის განცხადებაშია ნათქვამი, “ვაქცინის დამტკიცება დაავადებასთან ბრძოლის ქვეყნების მზადყოფნას მნიშვნელოვნად გაზრდის”.
23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” შემთხვევების ზრდის ფონზე, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.