გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, 24 ივლისს განისაზღვრა ერთი დამატებითი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

ინგლისური ენა (პირველი სესია);

რუსული ენა (პირველი სესია);

ქიმია (პირველი სესია);

ლიტერატურა (პირველი სესია).

26 ივლისს კი ჩატარდება გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (პირველი სესია).

იმ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია გაიმართება 24 ივლისს (პირველი სესია).​ გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები