კახა კალაძე – ვატო წერეთელზე: პირადი შეურაცხყოფა არავის ეპატიება

“როდესაც ადამიანი ასეთ პროვოკაციაზე მიდიხარ, თან ისეთ ადგილზე, როგორიც ამერიკის საელჩოა, ცოტა უხერხულია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტვ “პირველის” დამფუძნებელ ვატო წერეთელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი შეურაცხყოფა არავის ეპატიება.

“როდესაც ადამიანი ასეთ პროვოკაციაზე მიდიხარ, თან ისეთ ადგილზე, როგორიც ამერიკის საელჩოა, ცოტა უხერხულია. პირადი შეურაცხყოფა არავის ეპატიება, არ არის სწორი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირადი შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა არიდებული იყოს. ამ მიმართულებით ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, მედიის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდად აისახება საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, ახალგაზრდებზე. მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვმართებს ყველას”, – აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები