მიხეილ სარჯველაძე – გვარამიას საქმეზე: არ მგონია, რაღაც არასტანდარტული და არანორმალური ხდებოდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, არასტანდარტული არაფერია იმაში, რომ “მთავარი არხის“ დამფუძნებლის სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა.
“შვებულებაში რატომ გადის მოსამართლე, ამაში უცნაური არაფერია და მერე მეორე, რომ თუ ეს არის გარემოება, მე არ ვიცი, გადის თუ არ გადის შვებულებაში, თუ ეს არის მიზეზი, ესეც არ მგონია, რომ არანორმალური იყოს. პროცესის გადადება 2 თვით რატომ ხდება, არ ვიცი, ერთი კვირით რომ გადადებულიყო, მერე შეიძლება ეთქვათ, რომ „აი, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დაჩქარებას ცდილობენო“ და არ მგონია, რაღაც არასტანდარტული და არანორმალური ხდებოდეს ამ შემთხვევაში”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 4 ოქტომბრისთვის გადაიდო. გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის 2-თვენახევრით გადადება კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევაა.