ნინო გიორგობიანი: მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული, რაც ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო

“ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ უზბეკეთში რაჭულ ცეკვას ვნახავდი. ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად ტაშკენტში, ოფიციალურ სადილზე უზბეკეთის პრემიერმა უმასპინძლა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

“მიღება, რომელიც უზბეკეთის მთავრობის სახელით ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად გაიმართა, ქართული ცეკვებითა და სიმღერებით იყო გაფორმებული. ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო თუნდაც ამ კულტურული პროგრამით გამოხატული ასეთი მაღალი დონის პატივისცემის ჟესტი მასპინძლის მხრიდან”,- წერს გიორგობიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები