შალვა პაპუაშვილი – ნიკა გვარამიაზე: რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი
“რა პოლიტიკურ პატიმრობაზეა საუბარი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი.
მისივე თქმით, ის, ვინც განაჩენით უკმაყოფილოა, უნდა გაასაჩივროს.
„რაც შეხება აპელაციას, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც განაჩენით არის უკმაყოფილო, უნდა გაასაჩივროს. ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში როგორც იცით, უკმაყოფილო არის როგორც ბრალდებული, ისე ბრალმდებელი და ორივემ გაასაჩივრა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მსჯავრდებული ნიკა გვარამიაც ესწრება.