“დღესაც, კიდევ ერთხელ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან არსებულმა ორმა პარტიამ „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას. გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საკითხები საჩქაროდ არის განსახილველი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ მათი მიზანი არა წინსვლა, არამედ ძალაუფლების დაბრუნებაა.
„მიმდინარეობს სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმ მცირე სამუშაო ჯგუფის, რომელზეც პირველადი საკითხები განვიხილეთ, შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ფართო ჩართულობა იქნება. დღესაც, კიდევ ერთხელ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან არსებულმა ორმა პარტიამ „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავი აარიდეს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას. გუშინ თითქოს მოგვიწოდებდნენ, რომ საკითხები საჩქაროდ არის განსახილველი, დღეს კი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას, რომ მათთვის მთავარი პარტნიორი არ არის ევროპა და წინსვლა, ერთადერთი მთავარი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.