ირაკლი კობახიძე – სოსო გოგაშვილზე: ძალიან დიდი ხანია, „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს – შესაბამის კითხვებზე პასუხს სამართალდამცავი ორგანოები გაგვცემენ

“უმჯობესია, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ – სამართალდამცავმა ორგანოებმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგაშვილს დიდი ხანია, მმართველ გუნდთან შეხება არ აქვს.

„მას ძალიან დიდი ხანია, შეხება არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“ ეს ერთი და მეორე, უმჯობესია, რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა და ეს ასეც იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დეტალებს მოისმენთ.

თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ შემთხვევაში ამას სჭირდება გამოძიება და შესაბამის კითხვებზე პასუხს გაგვცემენ სამართალდამცავი ორგანოები. სამართალდამცავი ორგანოების საქმეა ეს ყველაფერი, როდესაც ჩაითვალა, რომ იყო საკმარისი მტკიცებულებები, მაშინ დაიწყო საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები