ლაშა ჩხიკვაძე – აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე: სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ
„სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ. ვერც იმას ვიხსენებ, რომ ჩემს რომელიმე კოლეგას მსგავსი შინაარსის ამბავი ან ინფორმაცია მოეყოლა“, – ამის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში – „იმედი LIVE“, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მოულოდნელი კითხვების მიუხედავად,, მას პასუხების გაცემაზე უარი არ უთქვამს და ახსნა თუ რატომ მიიყვანა საქმის მასალებმა და მტკიცებულებებმა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.