ირაკლი ზარქუა: იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც

იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც, – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს.

მისი თქმით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკა ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩატარებული.

„სუს-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ეს არის მიმდინარე, საგამოძიებო თემასთანაა დაკავშირებული. მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული და თუ არ ვცდები, დაკავებაც. მერე ვნახავთ, რასთან გვქონდა საქმე. იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გუშინ ღამით დააკავეს. სუს-ის ცნობით, საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები