თბილისი „ანგელოზ ინვესტორთა“ მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს
ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნესკავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი უკვე მესამედ „ანგელოზ ინვესტორთა“ საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.
ღონისძიება 15-16 ივლისს იმართება და ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის”, საქართველოს „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, “აჭარა ჯგუფის”, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერით.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ ევროპის „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანია, საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის გზით.