სუს-ში სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

სავარაუდოდ, დამატებით ინფორმაციას სუსი მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები