გურამ მაჭარაშვილი – ელენე ხოშტარიაზე: ახლა ინფორმაციის ნაწილობრივად გასაჯაროება, პირიქით, მტკიცებულებაა იმისა, რასაც საზოგადოება ამბობდა
ახლა ინფორმაციის ნაწილობრივად გასაჯაროება, პირიქით, მტკიცებულებაა იმისა, რასაც საზოგადოება ამბობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განუცხადა.
„ახლა ინფორმაციის ნაწილობრივად გასაჯაროება, პირიქით, მტკიცებულებაა იმისა, რასაც საზოგადოება ამბობდა – ამ ადამიანს აქვს კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ფაკულტეტიც ეს აქვს დამთავრებული და შესაბამისად, ზუსტად ფინანსდება იმ სახელმწიფო თეატრიდან, რომელსაც რუსეთის ბიუჯეტი აფინანსებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.