მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ამაში ძალაუნებურად ჩათრეული აღმოჩნდა პრეზიდენტი, რომელმაც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე ოპოზიციას დაუყვავა და წერილი გამოაგზავნა

მცირე მხარდაჭერის მქონე ოპოზიციას დღეს აქვს ამბიცია, რომ ის, რასაც თავად მიიჩნევენ მხოლოდ ის უნდა იყოს გატანილი, რეალიზებული, მხარდაჭერილი და თუნდაც, ესაუბრონ ამ საკითხებზე ხელისუფლებას, ისინი თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამაში ძალაუნებურად, ჩათრეული აღმოჩნდა პრეზიდენტი, რომელმაც დაუყვავა ამ მოთხოვნაზე ოპოზიციას და გამოაგზავნა ეს წერილი.

არ ვარგა, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, გამოიგონოს, შეთხზას სიმულაციები, თითქოს, მონდომებით აქტიურად მუშაობს, რათა რაღაც რეფორმა განხორციელდეს, რომელიც აუცილებელია 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და ამით როგორღაც დააკნინოს მნიშვნელობა პროცესისა, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო. ეს პროცესი გულისხმობს ოპოზიციის აბსოლუტურად ინკლუზიურ ჩართულობას, რისგანაც საუბედუროდ, თავად იკავებენ თავს და შესაბამისად, ამ მოცემულობაში ცდილობენ სიმულაცია შექმნან, თითქოს ისინიც მუშაობენ ან რაღაც ფორმით ამ პროცესს ხელი შეუშალონ, რომელიც ხელისუფლებამ დაიწყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები