გია ვოლსკი: ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს

ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება, ევროპარლამენტს დაემუქროს, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი კუბილიუსის და სხვა ევროპარლამენტარების იმ განცხადებას, სადაც ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეკუბილიუსუზაცია უნდა მოხდეს.

“ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება, ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება, განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე, სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მით უმეტეს, არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ იღებს მონაწილეობას, რომელიც ,,ნაცმოძრაობამ,, მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები