მარნეულში მკვლელობის საქმეზე 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს

მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში შუახნის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 50 და 60 წლამდე მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სადავო მიწის ფართზე დაიწყო, რასაც დაჭრა მოჰყვა. 60 წლამდე კაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები